Tuesday, January 1, 2013

ზამთრის მოდა

                                       ზამთრის მოდა

თბილი დღეები კარგა ხანია მიილია და ზამთარი მოგვადგა კარს.
გამოტყდით, რამდენ ადამიანს არ გიყვართ წელიწადის ეს დრო სითბოს უკმარისობის გამო! ფაქტია, რომ ზღვის სანაპიროზე გატარებული ზაფხულის თბილი დღეების ნოსტალგია გეწყებათ და სულ არ გახარებთ სუსხიანი, მოღუშული დღეების დადგომა.  ...ყინვა, ქარი, თოვლი, უმოკლესი დღეები და გრძელი უმთვარო ღამეები... თუმცა შეიძლება ზამთარს მეორე მხრიდანაც შევხედოთ და დავინახავთ რამდენი ხიბლია მასში. მთავარია კომფორტულად შეგვეძლოს მისი გატარება!
ზამთარში თბილი და მოხერხებული სამოსის გარეშე ფონს ვერ გავალთ. არც დიზაინერები ივიწყებენ ამის შესახებ და უკვე მრავალი სეზონია, რაც ზამთრის კოლექციის შექმნისას მთავარ საკითხად რჩება სითბო და კომფორტი.
ყოველთვის, როცა ზამთრის სეზონის სამოსს ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ლამაზი, სექსუალური, თბილი და ამავე დროს ძალიან მოხერხებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ზამთრის სამოსი კარგად იქნება შერჩეული, მაშინ ის თქვენ მაქსიმალურად დაგიცავთ სიცივისაგან და შეავსებს ამ სეზონს ახალი შეფერილობითა და ემოციებით.

 წლის ამ დროს ყველაზე მეტად უხდება ბეწვი. ზამთარი და ბეწვი ხომ ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებებია. წელს ბეწვი იქნება მოდაში არამარტო როგორც ძირითადი სამოსის - ქურქების სახით, ასევე მოსასხამების, უსახელო ჟილეტების, საყელოებისა და სამოსის გასაფორმებლად.

 უნდა აღინიშნოს რომ 2012 წელს ასევე აქტუალური იქნება მოქსოვილი პალტოები, რომლებიც ეთნიკური ელემენტებით იქნება შემკული; ასევე პალტოები ოვალური სილუეტით და  მოკლე და გრძელი ქურთუკები.

 პალტო კვლავ მოდაშია, მისი სტილი კი მრავალფეროვანი, რომელიც დამოკიდებულია უფრო მისი მფლობელის ფინანსურ შესაძლებლობებზე.

 2012 წელს ყველაზე მოდური ფერები იქნება ხაკისფერი, ზურმუხტის ფერი, მუქი ლურჯი, მუქი წითელი, ლალისფერი და ასევე შეუცვლელი შავი და თეთრი. როგორც თავად კოკო შანელი ამბობდა: "შავი - ეს უნივერსალური ფერია, რადგან ის ყველა ფერს შეიცავს".

 ძნელია ჩაიცვათ თბილად, კომფორტულად სუსხიან ამინდებში და ამასთანავე შეინარჩუნოთ სექსუალურობა. მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ ამ სეზონის კოლექციებს, ნახავთ რომ შეიძლება არჩევანი გააკეთოთ ისეთ ნივთებზე, რომელიც ზუსტად გაუსვამს ხაზს თქვენს მომხიბვლელობას და თქვენ ხელს არაფერი შეგიშლით იოცნებოთ თავგადასავლებზე!

 2012 წლის მოდა.




                     რა ჩავიცვათ ახალ 2013 წლის ღამეს?

 

2013 წელი დგება და ყველამ ვიცით, რომ შავი წყლის გველი ცვლის შავ წყლის დრაკონს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დამდეგ წელს შენარჩუნდება ის ძირეული ტენდენციები მოდის სფეროში რაც იყო შარშან. წელს აქტუალური იქნება  შავი, თეთრი, ვერცხლისფერი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე და ყველა ის ფერი, რომელიც წყალთან ასოცირდება.
საღამოს კაბები
გველს ისევე როგორც სხვა სიმბოლოებს, თავისი მახასიათებლები გააჩნია. ამიტომ სამოსი მის ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაბები უნდა იყოს მკაცრი სტილის, ტანზე მომდგარი, რათა მოძრაობები გამოკვეთილი იყოს. არ უნდა იყოს ზედმეტი დეტალები, ამასთანავე კაბა საინტერესო უნდა იყოს და არა მოსაწყენი. ამისათვის მას დაამატეთ შესაფერისი აქსესუარი, ჰარმონიული ჩანთა და ფეხსაცმელი. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ყველა დეტალი საგულდაგულოდ უნდა იყოს მოფიქრებული, შერჩეული და ერთმანეთს შერწყმული.
რაც შეეხება სტილს, ის ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ფიგურის სილამაზეს. გველი მოხარული იქნება იხილოს მის დასახვედრად „გველის ტყავში" გამოწყობილი მანდილოსნები, რაც იმას გულისხმობს, რომ სამოსი სხეულზე უნდა იყოს შემოტმასნილი. სასურველია მაქსიმალურად გრძელი კაბები ან ქვედაბოლოები.
თუ თქვენი სხეული არაა იდეალური, არ არის აუცილებელი ვიწრო კაბაში გაიჭედოთ. შეარჩიეთ კაბა თქვენი ფიგურის შესაფერისად, სხეულის ნაკლი მის ნაკეცებსა და ნაკერებში დამალეთ  და დაიმახსოვრეთ, რომ მთავარია მოხდენილად გეცვათ და თავს კომფორტულად გრძნობდეთ.


მასალა
ქსოვილები, რითაც სამოსი იქნება შეკერილი, გველს უნდა მოგვაგონებდეს თავის შეფერილობითა და ელვარებით. წლის ფავორიტებად ითვლება ატლასის, აბრეშუმის, ბრჭყვიალა და მოელვარე ქსოვილების კაბები.  ასევე პოპულარობით ისარგებლებს ტყავის მასალა. არ არის აუცილებელი კაბა მთლიანად ტყავისაგან იყოს შეკერილი, საკმარისია ცალკეული ელემენტები ჰქონდეს ამ მასალით გაფორმებული. მოერიდეთ ნატურალური გველის ტყავის გამოყენებას. ამით წლის დედოფლის განრისხებას გამოიწვევთ, რაც 2013 წელს კარგს არაფერს გიქადით. შეეცადეთ ბრძენ გველს თავი მოაწონოთ და წარმატებები გაიზიაროთ ამ წელს კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.



აქსესუარები
გირჩევთ აქსესუარების არჩევანის დროსაც შეინარჩუნოთ მკაცრი და ელეგანტური სტილი. უპირატეობა მიანიჭეთ ძვირფას ლითონებს. თეთრი ოქრო და ვერცხლი ყველაზე მეტად აქტუალური იქნება საახალწლო ღამეს. ფერად-ფერადი მოელვარე ქვებისგან თავი შეიკავეთ, რომ გველის ბრწყინვალება არ დაჩრდილოთ. აი, მარგალიტები კი (განსაკუთრებით შავი ფერის) ყველაზე მეტად მოსწონს გველს. ის ერთ-ერთი სტიქიაა წყლის გველისა. თუ მარგალიტები თქვენს სამოსს უხდება, თამამად მოირგეთ ისინი.
არ დაივიწყოთ, რომ ადამიანს ყველა სამოსზე მეტად ამაღლებული განწყობა ამშვენებს. გახალისდით, დაივიწყეთ ყოველდღიური საფიქრალი, სიხარულითა და იმედებით აღსავსე შეეგებეთ ახალ წელს! ის თქვენთვის ბედნიერების მომტანი იქნება!




2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის







2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის2012-2013 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდა,სრულყოფილი ქალბატონებისათვის


 

 

1 comment:

  1. 5-Step Guide to Baccarat - GURIA Wire
    In poker, septcasino your 바카라 사이트 bets go with the dealer who is playing the dealer's cards and the player who has them back for the draw. In a game of 바카라 card

    ReplyDelete