ზამთრის კურორტები

                    თურქეტის ზამთრის კურორტები

     თურქეთი გეგმავს, აქტიურად განავითაროს სამთო სათხილამურო ბაზები. ამ ეტაპზე ქვეყნის მთის კურორტებზე 15 ათასი ადგილია, ყველაზე ცნობილი კურორტი კი პალანდოკენია, რომელიც ზამთრის ტურისტების ნახევარზე მეტს იღებს. 2011 წლისთვის თურქეთი სამთო–სათხილამურო დასვენების ბაზის გადაიარაღების დაწყებას გეგმავს. საკუთარი პოტენციალის შესახებ ქვეყანა ზამთრის უნივერსიადაზე განაცხადებს, რომელიც პალანდოკენში 2011 წლის იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში გაიმართება. პროექტში უკვე ჩაიდო 100 მილიონი დოლარი, ახლო მომავალში კი კიდევ 300 ათასის ჩადება იგეგმება.
თურქეთის სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელის იოზერ აიიკის განცხადებით, 2011 წელს თურქეთი 30 ახალი სათხილამურო კურორტის გახსნას გეგმავს. დღეს კი ქვეყანას, რომლის 62% მთებითაა დაფარული, მხოლოდ 10 მთის კურორტი აქვს. თუმცა თურქეთი იმედოვნებს, რომ უკვე მომავალ წელს ამ კურორტების დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეისათვის ზამთარში თურქეთში დასასვენებლად ძირითადად რუსეთის, უკრაინის და ირანის მოქალაქეები ჩადიან. თავად თურქეთიდან კი უამრავი ადამიანი მიემგზავრება უცხოეთის ზამთრის კურორტებზე. მაგალითად, საფრანგეთში თურქეთიდან დასასვენებლად ყოველწლიურად 200 ათასი ტურისტი ჩადის. 

დასვენება თურქეთში

სარაკამიში (ყარსი) - ეს ზამთრის კურორტი საქართველოსთან ყველაზე ახლომდებარე სათხილამურო კუროტია თურქეთის ტერიტორიაზე. იგი 2100 - 2700 მ. ზოლში მდებარეობს და სხვა თურქეთეის ზამთრის კურორტებისგან გამოირჩევა თოვლის საფარის მაღალი ფენით. ამ კუროტზე რამდენიმე სათხილამურო ტრასა. საბაგირო გზის მაქსიმალური სიმაღლე 2634 მეტრია. სეზონი დეკემბრის ბოლოს იხსნება და მარტის შუა რიცხვებამდე გასტანს. 
პალანდოკენი (ერზრუმი) -  სხვადასხვა სირთულის 20-მდე სათხილამურო ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე 3115 მ. 5 საბაგირო გზა. სასტურმოები მდებარეობენ 2100-2600 მეტრზე ზღვის დონიდან. სათხილამურო კურორტზე ტყე არაა. 
ულუდაგი (ბურსა)  13 სათხილამურო ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე 2230 მ. ტრასების გამტარუნარიანობა - 600-დან 1200 კაცამდე საათში. სასტუმროები მდებარეობს 1600-1900 მეტრიან ზოლში. კურორტს აქვს როგოც ტყეში გაჭრილი ტრასები, ასევე სრულიად თავისუფალი ტრასები (3 ტრასა).
ერციეს მთა (კაისერი) - ყველაზე მაღალი მთა ანატოლიაში. 15-მდე სხვადასვა სირთულის ტრასა. მაქსიმალური სიმაღლე საბაგირო გზით (5 საბაგირო გზა) 2970 მ. ხოლო ექსტრემალებისთვის (ვერტმფრენით გადაყვანა) - 3917 მ. ქალაქ კაისერიდან 23 კმ. ხოლო ტრაბზონიდან 715 კმ. ცენტრალური თურქეთის საუკეთესო ზამთრის სათხილამურო კურორტი. 
კარტალკაია (ბოლუ) - ეს ზამთის სათხილამურო კურორტი სტამბულიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 200 კმ. მდებარეობს და განთავსებულია 2250-1780მ. ზოლში. შავ ზღვასთან ახლომდებარეობის გამო ნალექების რაოდენობა ზამთარში დიდი, შესაბამისად თოვლის საფარიც საკმარისია კარგი სათხილამურო კურტისთვის. ამ კურორტზე 20-მდე სათხილამურო ტრასა და 11 საბაგირო გზაა. თითოეულ ტრასას საშუალოდ საათში 600 ადამიანის გატარება შეუძლია. 

                                                                   კანადა



ცენტრიდან 10 წუთის სავალზე კვებეკში – კანადა, მდებარეობს ყინულის სასტუმრო – Hôtel de Glace, რომელიც ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. სასტუმრო გაიხსნა 2001 წელს, რომელსაც დღემდე მილიონ ნახევარზე მეტი სტუმარი ეწვია. უზარმაზარი ყინულის გამოქვაბული გაფორმებულია სხვადასხვა ქანდაკებებით, ღამის გათევა სტუმრებს უწევთ საძილე ტომრებში, სასტუმროს ღირებულება კი დღე–ღამეში 219$–დან იწყება.

500 ტონაზე მეტი ყინული გახდა საჭირო ამ სასტუმროს ასაშენებლად

სატუმროს ფართობი შეადგენს 3000კვ.მ. ნომრების რაოდენობა კი 36, რომელთა ჭერის სიმაღლეც 5,4 მეტრია

ყოველ წელს სასტუმრო სხვადასხვანაირად გარდაიქმნება, რაც კიდევ უფრო იზიდავს ტურისტებს. წელს სეზონი იხსნება 2012 წლის 6 იანვარს და გაგრძელდება 25 მარტამდე

სასტუმროში ყველა ავეჯი ყინულისგან არის დამზადებული. ლოგინები საკმაოდ კომფორტულია დასაძინებლად. ყინულის ზედაპირი დაფარულია ხის მასალით, რომლის ზემოდანაც დაგებულია ლეიბები. საძილე ტომრები და ბუხარი კი ქმნის საკმაოდ თბილ გარემოს.



















                                          ალპები


ალპებიალპის მთები — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოსტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანი,დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი) ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივილანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულებისგანსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერსამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერამდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპების სახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთების სიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალების, თოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.




ფოტო
ალპები

იუნგფრაუბერნის ალპებიშვეიცარია
კონტინენტი
მდებარეობა
აგებულია
კრისტალური ქანებით, კვარც-ფილიტური ფიქლებით, გრანიტული ინტრუზიებით, ფილიტური ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, ფლიშით, მოლასებით.
სიგრძე
1200 კმ
სიგანე
50-260 კმ
მწვერვალი
სიმაღლე
4808 


                    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ

ბაკურიანი
ბაკურიანი — მსოფლიოს სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგისაქართველოში, ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე (5.576 ფუტზე) მდებარეობს. ბაკურიანის მშვენებაა კოხტაგორა(2155 მ), საიდანაც კავკასიონის ქედის  მწვერვალები მოჩანს. ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის ულამაზესი ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი უნიკალური ტურისტული მარშრუტები – ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგ განწყობის საწინდარია. 




გუდაური

სამთო – სათხილამურო კურორტი გუდაურიმდებარეობს დიდი კავკასიონის ფერდობზე საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ. დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით,ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ.
მოთხულამურეების განკარგულებაშია: 18 კილომეტრიანი მარკირებული, მსოფლიო სტანდარტების დონეზე მოწყობილი სათხილამურო ტრასები. დონეთა სხვაობა მერყეობს 1000 მეტრის ფარგლებში. სრიალი ვერტმფრენიდან (Heliskiing) — შესაძლებელია 3800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
პროფესიონალი მოთხილამურეები უზრუნველყოფილნი არიან სლამომით, გიგანტური-სლამომით და სუპერ-სლამომით რომელთაც მინიჭებული აქვთ FIS სერთიფიკატი.
ინსტრუქტორის, სამთო-სათხილამურო სკოლა ბავშვებისათვის და აღჭურვილობის დაქირავება შესაძლებელია ადგილზე. სათხილამურო შვეულმფრენი, ალპინიზმი და პარაგლიდინგი განვითარებულია ამ მხარეში.
იმის მიუხედავად რომ, კურორტი გუდაური მდებარეობს მაღალ მთიან რეგიონში, აქ ამინდი თბილი, მზიანი და წყნარია. თოვლის საფარი ნოემბრის თვიდან მაისის თვის ჩათვლით აღინიშნება.





სვანეთი

სვანეთი, საქართველოს ისტორიული რეგიონი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. 3 -5 ათას მეტრიანი მწვერვალებით გარშემორტყმული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ტერიტორიაა. კავკასიის ათი უმაღლესი მწვერვალიდან ოთხი ამ რეგიონში მდებარეობს.აქვეა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა (5,201 მ.) სვანეთშია ასევე მწვერვალები:თეთნულდი (4,974 მ.), შოთა რუსთაველი (4,960 მ.), უშბა (4,710 მ.).
სვანეთი ცნობილია თავისი არქიტექტურული საგანძურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. ამ კუთხის ბუნება მიმზიდველია ტურისტებისთვის. სვანური კოშკები, რომლებიც აგებულია მე-9-12 ს.ს.-ში მეტად საინტერესოს ხდის ამ მხარეს. აქ უამრავი მართლმადიდებლური ეკლესია და ციხე-სიმაგრეებია. ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
სვანურმა კულტურამ შეინარჩუნა შესანიშნავი სვანური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის ტრადიცია.



No comments:

Post a Comment